17-08-2018 : 11:39

საქართველო

გორელმა ძიუდოისტმა გიორგი იანტბელიძემ რუმინეთში გამართულ ევროპის თასზე კადეტთა შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.  გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელმა იანტბელიძემ საქართველოს ნაკრებთან ერთად ამ შეჯიბრებაში გუშინ იასპარეზა და 66 კგ–ში ერთი ნაბიჯი დააკლდა საბოლოო გამარჯვებამდე. იანტბელიძემ კარგად დაიწყო რუმინულ ტატამზე ჭიდაობა – ჯერ მასპინძელთა გუნდის წევრი დომუტა დაამარცხა, შემდეგ უკრაინის სახელით მოასპარეზე ქართველი […]...

ფეხბურთი

ეროვნული ლიგა 1–ს მორიგი ტურის მატჩში გორის ,,დილამ” სტუმრად საჩხერის ,,ჩიხურას” დიდი ანგარიშით 3:0 სზლია და სატუნირო ცხრილის მესამე საფეხურზე გადაინაცვლა. გორელთა წარმატება ლეგიონერების კარგმა თამაშმა განაპირობა. ანგარიში ,,დილას” უკრაინელმა ლეგიონერმა მიკოლა კოვტალიუკმა გახსნა, რომელმაც მას შემდეგ რაც ლეანდრო რიბეიროს დარტყმული ხელში ვერ შეიმაგრა საჩხერელთა კარის დარაჯმა და დამატებაზე კოვტალიუკმა თავურით აიღო ,,ჩიხურას” კარი. მეორე […]...

ძიუდო

თბილისში მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის ძიუდოში, რომელშიც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების და ქალაქების გუნდები იღებენ მონაწილეობას. 5 მაისს, პირველ საშეჯიბრო დღეს 4 წონით კატეგორიაში (55, 60, 66, 73 კგ) იბრძოდნენ სპორტსმენები წარმატებისათვის. ჩვენი რეგიონიდან საუკეთესო შედეგი 60 კგ–ში მოასპარეზე თემურ ნოზაძემ აჩვენა, რომელიც გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია. ნიშანდობლივია, რომ თემურმა […]...

თავისუფალი ჭიდაობა

13-15 აპრილს გორის ნუგზარ სხირელის სახელობის დარბაზში მიმდინარეობდა გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნის მესამე მემორიალური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში 2005-2007 წწ დაბადებულ უმცროსი ასაკის ჭაბუკებს შორის. გიორგი ხინჩეგაშვილი სახელოვანი ფალავანის ლადო ხინჩეგაშვილის მამა გახლდათ და ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის ტიტულებს ფლობდა. გიორგი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ისე რომ ლადოს დიდი გამარჯვებების ხილვა ვერ მოასწრო. მისი სახელობის ტურნირს 2015 […]...

ქართული ჭიდაობა

ქარელის რაიონის სოფელი ზემო ხვედურეთი სამბოში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის და საქართველოს აბსოლუტური ფალავანის ჯემალ მჭედლიშვილის მშობლიური სოფელია. აქ ადრეც იყო ღია საჭიდაო არენა, სადაც იმართებოდა შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობაში და მტკვრის გაღმა მხარის სოფლებთან ერთად შიდა ქართლის ბევრი სოფლის ფალავნები იყრიდნენ თავს. 2013 წელს ზემო ხვედურეთში საქველმოქმედო ფონდმა ,,ქართუმ” ახალი ღია საჭიდაო არენა ააშენა, რომელსაც სწორედ […]...

კრივი

3 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს გორელმა და ვარიანელმა მოკრივეებმა საქართველოს ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის, რომელიც 15-18 მარტს მარნეულის დარბაზში ჩატარდა. შეჯიბრებაში ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის 160 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც 13 კგ წონით კატეგორიაში არკვევდნენ საუკეთესოთა ვინაობას. გორის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სკოლიდან ქვეყნის ჩემპიონის ტიტულები დაისაკუთრეს ლუკა ნიქაბაძემ (48 კგ) […]...

სხვა სახეობები

დღეს 19 მაისს გორის რაგბის სტადიონზე ერთობ სანახაობრივი და საინტერესო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ნიჭიერი მოზარდების აღმოჩენას ისახავდა მიზნად. მასში მონაწილეობას იღებდნენ 2005–2006 წწ დაბადებული მორაგბეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან. ღონისძიება ლექციით დაიწყო, რომლის დროსაც სტადიონის ტრიბუნებზე მყოფ აუდიტორიას საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ვიტო კოლელიშვილი, სოსო მათიაშვილი, მეკო კვირიკაშვილი, გიორგი ჭყოიძე, ირაკლი ყიასაშვილი და ანზორ სიჭინავა მოძღვრავდნენ […]...

სახელები

ქართველ ფალავანთა მატიანეში ბევრი ბუმბერაზი მოჭიდავის სახელია შემონახული. ამ სახელოვანთა შორის ტიტულებით და ცხოვრების ყველაზე ტრაგიკული დასასრულით კობა კურტანიძეს დარი არავინ ყოფილა. როდესაც კობა აქტიური კარიერისას მედლებს მოიხვეჭდა ტიტულებით საუკეთესო ქართველ ფალავანთა შორის ყოფნა ალბათ სანატრელად ჰქონდა და აუხდა კიდეც ეს ნაოცნებარი, მაგრამ ცხოვრების ტრაგიკულ დასასრულს რა მოაფიქრებდა ბუმბერაზ კაცს … კობა კურტანიძე გორის რაიონის […]...

Kyplex Cloud Security Seal - Click for Verification