25-07-2014 : 13:02

ფედერაციის ახალი პრეზიდენტი: ვიჭიდაოთ ქართული!

Bookmark and Share

By admin - Fri Mar 15, 2:54 pm

  • Comments Off
  • 0 views

IMG_545414 მარტს ქარელის სპორტსკოლის შოთა ხაბარელის სახელობის დარბაზში ჩატარდა ზონალური პირველობა ქართულ ჭიდაობაში. შეჯიბრებაში იასპარეზეს შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის 1996-1997 წლებში დაბადებულმა ჭაბუკმა მოჭიდავეებმა. საინტერესოდ წარმართულ ასპარეზობას მაყურებელიც არ აკლდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ფავორიტებად შიდა ქართლის ოთხივე რაიონის (ქარელი, გორი, ხაშური, კასპი) წარმომადგენელი სპორტსმენები მოგვევლინენ. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში კი ყველას ქარელელებმა აჯობეს. კვარცხლბეკზეც ძირითადად სწორედ მათ დაიკავეს ადგილები (5 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო). ქართული ჭიდაობის ფედერაციის ახალ არჩეულ პრეზიდენტის გელა ბერუაშვილისთვის ეს პირველი შეჯიბრება იყო, რომელმაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სპორტის მესვეურების დახმარებით ორგანიზაციული თვალსაზისითაც საკმაოდ კარგად ჩაიარა. შეჯიბრებას ფედერაციის ვიცე – პრეზიდენტები ოთარ ყურაშვილი და სპარტაკ ჯინორიძე, გენერალური მდივანი იური იმერლიშვილი ესწრებოდნენ. საჭიდაო სამყაროში ცნობილი გვარის ბერუაშვილების წარმომადგენელი, ახალი პრეზიდენტი, როგორც მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებას აპირებს ჩვენი ეროვნული საჭიდაო სახეობის პოპულარიზაციისათვის. მან ამის თაოაბზე ჩვენთან საუბარში განაცხადა: „ქართული ჭიდაობის სექციებს, რომლებიც რაიონებში ფუნქციონირებენ ქართულის საჭიდაო ჩოხები არა აქვთ და ძიუდოს, ან სამბოს ეკიპირებით ვარჯიშობენ. ცხადია ეს მიუღებელია და გვინდა, რომ სწორედ ჩვენი ეროვნული სახეობის ჩოხებით ივარჯონ ფალავნებმა და ჩვენ უზურულველყოვყოფთ კიდეც ამ სექციებს ჩოხებით. აღნიშნულის შესახებ სპორტის მინისტრთან ბატონ ლევან ყიფიანთან გვქონდა საუბარი, რაზეც მან მხარდაჭერა გამოგვიცხდა. გვინდა აგრეთვე დასრულდეს იმ მწვრთნელების ცარიელ ენთუზიაზმზე მუშაობა, რომლებიც ქართულ ჭიდაობის სექციებში საქმიანობენ. მათ მალე ხელფასებს დავუნიშნავთ. უახლოეს ხანებში პრემიერ _ მინისტრის მხარდაჭერით დაიწყება საქართველოს სხვადასხვა რაიონში ქართული ჭიდაობის სრულად კეთილმოწყობილი არენების მშენებლობაც. მათზე კი მიმდინარე წლის ზაფხულში არაერთ დიდ ტურნირს ჩავატარებთ ჩვენი წარმატებული ფალავნების მონაწილეობით. მოგეხსენებათ აქტიური სპორტული კარიერისას ქართული ჭიდაობის გარდა თავადაც ვჭიდაობდი ძიუდოს და სამბოს, მაგრამ ყველა მოჭიდავე დამეთანხმება, რომ თუ რამეს ვაღწევდით სხვა სახეობებში პირველ ყოვლისა სწორედ ქართული ჭიდაობის დამსახურებით. შესაბამისად ჩვენს ეროვნულ სახეობას სათანადო პატივისცემით უნდა მოვეპყროთ, კიდევ უფრო გავავრცელოთ და გავაღრმავოთ მისი მასშტაბები და ცოდნა საქართველოში“ _ გვითხრა გელა ბერუაშვილმა.
კვარცხლბეკი:

50 კგ. 1. გიორგი მირუაშვილი, 2. ბექა მელქუაშვილი (ორივე – გორი), 3. ომარ ბერიაშვილი (კასპი);
55 კგ. 1. ლადო გელაშვილი, 2. გურამ ზაქუტაშვილი (ორივე _ ქარელი), 3. გიორგი გაბინაშვილი (კასპი);
60 კგ. 1. გიორგი ზუბაშვილი (გორი), 2. თამაზ ნოზაძე (ხაშური), 3. ვიქტორ ოდიაშვილი (გორი);
65 კგ. 1. ბექა ჩინჩალაძე (ქარელი), 2. ბექა სეხნიაშვილი, 3. აჩიკო ზურაბაშვილი (ორივე _ გორი);
70 კგ. 1. გოჩა ქერდიკაშვილი (მცხეთა), 2. შალვა ლაფაჩი (კასპი), 3. სოსო გიორგაძე (გორი);
75 კგ. 1. გიროგი მულაძე, 2. ნიკა სიდამონიძე (ორივე _ ქარელი), 3. მელორ კახიშვილი (ხაშური);
80 კგ. 1. დათო იმერლიშვილი (ქარელი), 2. ბესო ქოქაშვილი (გორი), 3. გიორგი პოლიტაშვილი (ქარელი)
+ 80 კგ. 1. გიორგი ფარადაშვილი (ქარელი), ბონდო ბულბულაშვილი (კასპი), 3. გუჯა ხეჩიკაშვილი (გორი);
აღნიშნული შეჯიბრების შემდეგ ზონალური პირველობები ამავე ასაკში გაიმართება იმერეთში, კახეთსა და ქვემო ქართლში, 29-30 მარტს კი დასკვნითი შეჯიბრება საქართველოს პირველობა თბილისში გაიმართება.

  • Comments Off